განათლება
ქუთაისელი ახალგაზრდები წიგნიერების საერთაშორისო დღეს პრეზენტაციებით გამოეხმაურნენ
FaceBook
"ჩემი საყვარელი წიგნი" - ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ამ სახელწოდების საღამო გაიმართა.

საღამო ქუთაისელი ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და წიგნიერების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ახალგაზრდებმა, რომელთა უმეტესობა ქუთაისის მერიის მიერ მოწყობილი ბანაკი 2015-ის წარმომადგენლები არიან, ბიბლიოთკის პერიოდიკის დარბაზში საყვარელი წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს. ფავორიტ წიგნებს შორის მოხვდა ვიტორ ჰიუგოს, ბალზაკის, სელინჯერის, ჰარპერ ლის ნაწარმოებები.
"ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადეობას გააცნეს საყვარელი მწერლები, ფავორიტი წიგნები და ისაუბრეს თუ რა შეცვალა ამ წიგნებმა მათ ცხოვრებაში. სამწუხაროდ ქართველ მწერლებზე არ უსაუბრიათ. საზღვარგარეთის მწერლებით უფრო არიან გატაცებული. თუმცა მათი ანალიზი ღრმა და საინტერესო იყო", - აღნიშნა ქუთაისის მერიის ახალაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა თამუნა ნიკოლეიშვილმა.
წიგნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში დღესვე ქუთაისში, 18 სათზე,  პირველი საჯარო სკოლის წინ ახალგაზრდა პოეტების პოეზიის საღამო გაიმართება, რომელშიც მარჯანიშვილელთა" ახალგაზრდული დასის წამომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
აღნშნულ ღონისძიებებს მხარდაჭერას ქუთაისის მერია უცხადებს.

Print