განათლება
იმერეთში 30 საჯარო სკოლა პირველკლასელის გარეშე დარჩა
FaceBook

იმერეთში, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, 30 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა. 


edu.aris.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელის გარეშე სულ 108 საჯარო სკოლა დარჩა. 


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ edu.aris.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, 2019-20 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის  მე-4 ეტაპის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებულია 53 506 ბავშვი, აქედან საჯარო სკოლებში – 47 563, შესაბამისად კერძო სკოლებში – 5 943.


უწყების ცნობით, საჯარო სკოლების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციებმა სკოლებში პირველკლასელთა  მისაღები კონტინგენტის ზღვრული ოდენობები განსაზღვრეს, რაც ჯამში 73 814  იყო.  დარეგისტრირებული ბავშვების რიცხვის გათვალისწინებით, გამოდის, რომ  სკოლებში 20 308 ადგილი ვაკანტური დარჩა.


სკოლების სია
იმერეთის მუნიციპალიტეტებში, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა:


სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლა
სსიპ – აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლა

სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა

სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის საჯარო სკოლა
სსიპ – ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა

სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა
სსიპ – როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლა

სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლა

სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის თანახმად, საჯარო სკოლებში დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ,  რეგისტრაცია  1371 ბავშვს გაუუქმდა,  აქედან  982-მა განმეორებითი რეგისტრაცია გაიარა მე-4 ეტაპზე, ძირითადად საჯარო სკოლებში.


ამავე თემაზე:

არ იქნება სკოლა, არ იქნება სოფელი - იმერეთის მთა რამდენიმე მოსწავლით (ფოტო/ვიდეო)

Print