პოლიტიკა
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა
FaceBook
საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.

15:00 საათის მონაცემებით ქუთაისში საკუთარი არჩევანი 43 308-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 27.75%-ია.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.
Print