პოლიტიკა
უნივერსიტეტის გარეთ წელს 12 000 აბიტურიენტი დარჩა
FaceBook
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა. შესაბამისად, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი  ვაკანტური დარჩა.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ 482-ია.

ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 აბიტურიენტი.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა 2018 წელს 1%-ით გაიზარდა. 

მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა.


Print