პოლიტიკა
აკრძალვა კოლხურ შადრევანზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ კოლხურ შადრევანზე წარწერა გაჩნდა -  "ბანაობა აკრძალულია".



ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წარწერა მათ არ გაუკრავთ. "როგორც ჩანს რომელიმე მოქალაქემ იხუმრა"  - აღნიშნეს მერიაში.

მოქალქეების აზრით, შადრევანში ბანაობა მართლაც არ არის სასურველი და არც თუ უსაფრთხო. ამბობენ, რომ  იქ გაგრილების მსურველები აქამდე არ შეუმჩნევიათ, ამიტომ მათთვის გაუგებარია გაფრთხილების შინაარსი.
Print