პოლიტიკა
ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოს - შემსრულებელთა კონკურსი მიმდინარეობს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ეროვნული კონკურსი მიმდინარეობს

კონკურსი 18 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვალამდე გაგრძელდება.

კონკურსს ქუთაისი მეორედ მასპინძლობს. წელს მასში 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას ბათუმიდან, გორიდან, რუსთავიდან, თბილისიდან, ზუგდიდიდან და იმერეთის ყველა რაიონიდან.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ კონკურსის მიზანს ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა პროფესიული წინსვლის სტიმულირება და ქუთაისის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

წლევანდელი კონკურსის ჟიურის გოგი ჭიჭინაძე (დირიჟორი, ჟიურის თავმჯდომარე), ნესტან მესხი (პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი), ნოდარ ჟვანია (ალტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი) ზაალ ხელაია (ვოკალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი), ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა,საქ. ეროვნული სიმფონიური) წარმოადგენენ.

აღნიშნულ კონკურსს კონკურსის თავმჯდომარე  დადებითად აფასებს და მის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს. 




კონკურსში პოლონური მხარეც ჩაერთო, კერძოდ ჟიურის მოწვეული წევრები არიან ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქ პოზნანიდან: ანა ელჟბიეტა ორგანიზჩაკი (ფორტეპიანო), რომან იან გრინი (საყვირი) და მარეკ იან მოზძიერზი (ვოკალი).

კონკურსის ორგანიზატორია „არტ ლიგა“. 

პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია. პროექტის ბიუჯეტი 55 ათასი ლარია, აქედან საპრიზო 16 ათასი ლარი.

Print