განათლება
2015 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
FaceBook
წელს 44 600-ზე მეტი მისაღები ადგილია.


2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეეხება მისაღებ ადგილებს, წელს 44 600-ზე მეტი ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საგნების მიხედვით გეოგრაფიის ჩაბარების სურვილი 12 800-მა აბიტურიენტმა გამოთქვა, ისტორიის - 12 600, მათემატიკის - 11 000, ლიტერატურის 6000, ბიოლოგიის - 3500, ქიმიის - 1500, ფიზიკის - 550 და ხელოვნების 250-მა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორამციით, წლევანდელი წლის სიახლეა, რომ 600-მე აბიტურიენტმა სამოქალაქო განათლების საგანი აირჩია.
ასევე, 2015 წელს გაზრდილია იმ აბიტურიენტთა რიცხვი, ვინც უცხო ენად ინგლისური აირჩია. გასულ წელს ინგლისურ ენას 18 ათასი აბიტურიენტი აბარებდა. წელს კი განაცხადი 29-ათასზე მეტმა გააკეთა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, წელს არჩევით საგნებზე ადგილების რაოდენობა ასე გამოიყურება:
გეოგრაფია – 8103 ადგილი, ისტორია – 10700 ადგილი, მათემატიკა – 11337 ადგილი, ლიტერატურა – 4577 ადგილი, ბიოლოგია – 3421 ადგილი, ქიმია – 2900 ადგილი, სამოქალაქო განათლება – 1227 ადგილი, ფიზიკა- 1700 ადგილი, ხელოვნება – 535 ადგილი. 
Print