გამჭვირვალე თვითმმართველობა
"საარჩევნო კამპანიის დროს მახსოვს" -ნიკა ლატარია რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?


"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, საფიჩხიის ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.

საფიჩხიის ოლქში ქუთაისიპოსტის მიერ გამოკითხულთა ნაწილი ნიკა ლატარიას პიროვნულად იცნობს, თუმცა, არ იცის, რომ იგი  მისი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ არ უნახავს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში უბანში უამრავი პრობლემა გროვდება და აუციელბელია მაჟორიტარი დეპუტატი თავის ამომრჩეველთან ახლოს იყოს, ეცნობოდეს  პრობლემებს და ცდილობდეს მათ მოგვარებას.



საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკა ლატარია  ორკვიირან შვებულებაშია, რის გამოც,  მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. 



რუბრიკის სხვა სტუმრები:


"რომელი? კომპოზიტორი რომ არის?" - ბექა ყანჩელი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"არჩევნების მერე არ გამოჩენილა" - ირმა პეტრიაშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარში" (ვიდეო)

"არავის არაფერს დავპირებივარ" - ზაზა ლომინაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"თვალით არ გვინახავს" - ლელა ქელბაქიანი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)


"უხელფასობის ფონზე, კარგად გავართვი თავი"-ნატო ქათამაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)


Print