გამჭვირვალე თვითმმართველობა
"თვალით არ გვინახავს" - ლელა ქელბაქიანი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?

"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, კახიანოურის ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.

კახიანოურის   სამაჟორიტარო ოლქის მცხოვრებთა  ნაწილი თავის მაჟორიტარს, ლელა ქელბაქიანს არ იცნობს. ნაწილის  თქმით კი,  ქელბაქიანი მათ უბნებში არჩევნების შემდეგ არ გამოჩენილა.

ადგილობრივები წლების მანძილზე მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ და თავიანთ მაჟორიტარს უყურადღებობის გამო აკრიტიკებენ.



კახიანოურის ოლქის მაჟორიტარმა, ლელა ქელბაქიანმა ამომრჩევლებისთვის პასუხის გასაცემად დრო ვერ გამონახა. ქუთაისიპოსტი, დეპუტატს, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქიდან გასვლას გეგმავდა, ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდა. მოგვიანებით კი ლელა ქელბაქიანმა განმარტა, რომ ვერ შეძლებდა თავისი სამაჟორიტარო ოლქის მცხოვრებლებისთვის ეპასუხა.


რუბრიკის სხვა სტუმრები:


"უხელფასობის ფონზე, კარგად გავართვი თავი"-ნატო ქათამაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
Print