გამჭვირვალე თვითმმართველობა
"უხელფასობის ფონზე, კარგად გავართვი თავი"-ნატო ქათამაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?


"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ. რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, გამარჯვების ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.

რუბრიკის მორიგი სტუმარია, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ნატო ქათამაძე.

გამარჯვების ოლქის მცხოვრებთა ნაწილი ნატო ქათამაძეს არ იცნობს და ამბობს, რომ მისი მაჟორიტარობის პერიოდში იგი მათთან შესახვედრად არც ერთხელ არ მისულა. ნაწილი კი მისი მუშაობით კმაყოფილია. ნატო ქათამაძეს განსაკუთრებით კარგად იცნობენ ბუხაიძის ქუჩაზე, სადაც იგი თვეების განმავლობაში ბუხაიძის N18 კორპუსის წინ მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებდა. 



თავად ნატო ქათამაძე მის სამწლიან მუშაობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი საკრებულოს უხელფასო დეპუტატია, თვლის, რომ  დაკისრებულს მოვალეობას კარგად გაართვა თავი.
მისი თქმით,  ჯერ არ იცის კვლავ იბრძოლებს თუ არა საკრებულოში მოსახვედრად.



რუბრიკის სხვა სტუმრები:

"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
Print