გამჭვირვალე თვითმმართველობა
"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?
"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ. რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, ძელქვიანის მცხოვრებლები საუბრობენ.

რუბრიკის მორიგი სტუმარია, ძელქვიანი მაჟორიტარი დეპუტატი, კახი დვალიშვილი.

ძელქვიანის მოსახლეობა ქუთაისის საკრებულოში მათი წარმომადგენლის მუშაობით უკმაყოფილოა. მათი თქმით, კახი დვალიშვილი მისი სამაჟოროტარო ოლქის მცხოვრებთა პრობლემებით იმდენად იშვიათად ინტერესდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მას არც კი იცნობს.



ქუთაისის საკრებულოში თავისი მუშაობით კმაყოფილი არც  ძელქვიანის  მაჟორიტარი დეპუტატია. კახი დვალიშვილის თქმით, უმჯობესია  მომავალ არჩევნებში  მუნიციპალიტეტს ახალი მაჟორიტარი ჰყავდეს.




ამავე თემაზე:

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
Print