ახალი ამბები
"კანეცი" ამის არის იცით რა? ვაი ჩვენს პატრონს – გოგი წულაიამ ასათიანის ქუჩაზე "ითევზავა" (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღავნელმა გოგი წულაია ქუთაისში, ასათინია ქუჩაზე აქცია პერფომანსი გამართა.
მან დაზიანებულ გზებზე დაგროვილ წყალში ითევზავა, რითაც  ქალაქში  ამ დრომმდე მოუწესრიგებლი გზები  გააპროტესტა. 

"მინდა ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი ეზოები მოაწყო, გააშენეს  და იჭერენ თევზებს, ხალხი გახარებულია, კიდევ ვთხოვთ ხელისუფლებას აუზები დაგვიმატოს. „კანეცი“ ამის არის იცით რა? ვაი ჩვენს პატრონს! ამას მხოლოდ იუმორით თუ შეხედავს ადამიანი," – განაცხადა გოგი წულაიამ.

აქცია–პერსომანსს ასათიანი ქუჩის მცხოვრებელებიც შეუერთდნენ. 

"წელიწადზე მეტია ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. მანქანა ვერ დადის ფეხითაც ვერ დავდივართ,"– განაცხადა ასათიანი ქუჩის მცხოვრებმა, გოდერძი გოქაძემ.




ასათინის ქუჩაზე წყლის სისტემის სარებილიტაციაო სამუყშაოებს წყალმომარაგების კომაპნიის დაქვემდებარებაში მყოფი თურქული კომპანია SMK ახორციელბს. თუ როდის დასრულდება ასათიანის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომენტარს არ აკეთებენ.


ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, წელიწადის ამ დროს გზის საფარის კატიპალურად აღდგენა გამართლებული არ არის. რის გამოც, ასათიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაობი გაზაფხულამდე არ მოხდება
Print