გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი ავტომანქანა უყიდეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ საკრებულოს თავმჯდომარისთვის ტენდერის გზით ახალი ავტომანქანა შეიძინა.

სედანის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ქალაქის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარი გამოჰყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომანქანის შესაძენად 5 ათას ლარით ნაკლები მოითხოვა.
ტენდერში 4 პრეტენდენტი მონაწილეობდა (ხვიჩა ნიკოლაძე; შპს ბილდიქსი; გიორგი სულხანიშვილი; შპს ანამარი). მერიას ავტომანქანის შეძენა ყველაზე დაბალ ფასად (19 989 ლარი) შპს "ანამარი"-მ შესთავაზა.
ავტომანქანის შესაძენად ტენდერი თავდაპირველად მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოცხადდა. თუმცა ტენდერი ჩავარდა.
საკრებულოსთტის ავტომანქანის შესაძენად მერიამ ტენდერი მეორედ 10 მარტს გამოაცხადა.

Print