გამჭვირვალე თვითმმართველობა
TI - არასრული ინფორმაცია და არასაკმარისი გამჭვირვალობა იმერეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იმერეთის მუნიციპალიტეტების მუშაობაზე ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც რეგიონის 12-დან 11 მუნიციპალიტეტი მოხვდა.

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არასკამრისია.

არასამთვრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამით არ სრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომლის თანახმადაც მათ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის სრულად განთავსება ევალებათ.

"კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ამჯერადაც არ შეესაბამებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების შესწავლამ ცხადყო, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს განთავსებული ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმისა
და საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის შესახებ. სამართლებრივი აქტების განთავსების სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, მათზე ინფორმაცია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არასრულადაა წარმოდგენილი", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ორგანიზაციის იურისტების განმარტებით, კველვამ იმერეთის რეგიონში ბაღდათის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები მოიცვა, რომელთა ვებგვერდებზე ინფორმაციის სიმცირეა.

"აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდი წყალტუბის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებდა ვებგვერდი, ახლანდელი მდგომარეობით ტექნიკური ხარვეზებით მუშაობს. ვებგვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია გამგებლის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის შესახებ. არ გვხვდება მონაცემები საკრებულოს წევრების შესახებ. მონაცემებს არ შეიცავს პირველი პირებისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების შესახებ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი. ზოგადად, გაუმჯობესებული მდგომარეობა არ შეიმჩნევა არც ერთ მუნიციპალიტეტში", - განმარტავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტები. 

ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციებით მიმართავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" იმერეთის მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს მათ მიერ მიღებული დადგენილებები და ყველა ინფორმაცია აქტიურად გამოაქვეყნონ ვებგვერდებზე, ხარვეზები აღმოფხვრან, მოაწესრიგონ ცხელი ხაზი, უზრუნველყონ ინფორმაციის განახლება და ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ქოჩიაშვილი ამბობს, რომ კვლევა, რომელიც მათ მუშაობის შესწავლსა და გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, სასურველია მათთვისაც იყოს ცნობილი.

"ახლა ეს პირველად მესმის თქვენგან. თუ არ ვიცი რა უნდა გამოვასწორო და რა რეკომენდაციებია, ამას როგორ გავითვალისწინებთ? ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენც ვიქნებით საქმის კურში. ისე, ვთვლი, რომ მართლაც იმდენი რამე კეთდება ჩვენს მუნიციპალიტეტში, მისი უკეთ გაპიარება შეიძლება", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თერჯოლის გამგებლის მოადგილე.

"ჩვენ ყველა სასარგებლო რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, რომელსაც გვაძლევენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ვებგვერდი ინფორმაციულია", - ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ჯემალ მებუკე.


Print