ვიდეო
რეორგანიზაცია საშტატო და საბიუჯეტო ცვლილებებით ქუთაისის თვითმმართველობაში (ვიდეო)
FaceBook
მიმდინარე წლიდან ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში სამსახურის გარეშე შესაძლოა 50-მდე ადამიანი დარჩეს.

მერიაში რეორგანიზაცია უკვე დაიწყო.

ქალაქის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ დაწესებულებათა ნაწილს 2017 წლის ბიუჯეტი შეუმცირდა, ზოგგან კი რეორგანიზაცია თანამშრომელთა შემცირების ხარჯზე მოხდა.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ინფორმაციით, მერიაში,  შესაძლოა, რამდენიმე შტატი გაუქმდეს, მთლიანად თვითმმართველობაში კი, ააიპ დაწესებულებების ჩათვლით, რეორგანიზაცია 40-50 ადამიანს შეეხება. 

მოსალოდნელი საშტატო და საბიუჯეტო ცვლილებები ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში: 


Print