გამჭვირვალე თვითმმართველობა
შეკითხვები დაისვა პირადი ცხოვრების საკითხებზე - TI ქუთაისის მერიის კონკურსზე
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის იურისტი, ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსის (გასუბრების)  ჩატარებას აფასებს.

თეონა ზაქარაშვილის განმარტებით, გასაუბრებაზე  კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვები არარელევანტური იყო.
"დასმული შეკითხვებიდან გარკვეული ნაწილი არარელევანტური იყო კონკურსანტის/ატესტანტის მომავალში შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკასა და შინაარსთან მიმართებით. იყო შემთხვევები, როდესაც შეკითხვები დაისვა პირადი ცხოვრების საკითხებზე, მაგალითად მეუღლის სამუშაო ადგილისა და საქმიანობის შესახებ. თითოეული პრეტენდენტის მიმართ დაახლოებით 10 - 12 შეკითხვა იქნა დასმული, მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა რეალურად ვერ უზრუნველყოფდა კანდიდატის შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას დასაკავებელ თანამდებობასთან," - განმარატავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში იურისტი. თუმცა, დადებითად აფასებს იმას, რომ შეკითხვები არ შეეხებოდა პილიტიკურ კუთვნილებასა და შეხედულებებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადაგენელი უარტყოფითად აფასებს იმას, რომ ვიდეო ჩაწერა თავად კონკურსანტების სურვილის მიხედვით იყო დაშვებული.
"თუ პრეტენდენტს ექნებოდა კონკურსის შედეგების გასაჩივრების სურვილი, ჩანაწერების არ არსებობა სასამართლო განხილვის ეტაპზე გაართულებდა მისი უფლებების დაცვის შესაძლებლობას", - განმარტავს ზაქარაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების გადაწყვეტიებით, გასაუბრებაზე ვიდეოგადაღება მხოლოდ კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში იყო შესაძლებლი.
გასუაბრების პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" ერთად რამდნიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კონკურსი, რომლიც მერიაში გასულ წელს დაიწყო ამდრომდე გრძელდება.
თეკლე მორგოშია
Print