გამჭვირვალე თვითმმართველობა
რა წერია ბრძანებაში, რომელიც ქუთაისის მერმა "ქამრების შემოჭერის" მიზნით გამოსცა?
FaceBook
ქუთაისის მერმა,  შოთა მურღულიამ  "ქამრების შემოჭერის" მიზნით,  2 მარტს ბრძანება, გამოსცა.  მურღულიას მიერ გამოცემული ბრძანება, 1  აპრილს შევა ძალაში. ბრძანების თანახმად შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. კერძოდ,  შემცირებულია ქუთაისის მერის, მის მოდგილეების და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოველთვეში განსაზღვრული საწვავის ლიმიტი, ასევე,   მობილური ტელეფონების და სამივლინებო მომსახურების  ხარჯები. 

KutaisiPost
ქუთაისის მერმა "ქამრების შემოჭერის" მიზნით გამოსცა? " />
KutaisiPost

ბრძანების მიხედვით, ქალაქის მერისთვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი 100 ლიტრით შემცირდა, ხოლო მოადგილეების -  50-50 ლიტრით.
ქუთაისის მერისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრს შეადგენდა, 100 ლიტრით ნაკლები იყო მერის პირველი მოადგილის საწვავის ლიმიტი, ხოლო მეორე მოადგილისთვის თვეში 300 ლიტრი საწვავი იყო განსაზღვრული, 50 ლიტრით ნაკლები იყო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისთვის განთვალისწინებული საწვავის ლიმიტი. 
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გასულ წელს საკრებულოსა და მერიის სრუქტურულმა ერთეულებმა 183 144,70 ლიტრი საწვავი მოიხმარეს.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობაში იმაზე ადრე დაიწყო, ვიდე ეს სავალდებულო გახდებოდა.
თვითმმართველ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელებს "ქამრების შემოჭერის" ვალდებულბა 11 მარტს, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაევალათ. 

თეკლე მორგოშია
Print