გამჭვირვალე თვითმმართველობა
14 ავიაბილეთი ვარშავის მიმართულებით - ქუთაისის მერიამ 6300 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ სამგზავრო ავიაბილეთების შესაძენად 6300 ლარის ღრებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს 14 სამგზავრო ავიაბილეთის შესყიდვა. ავიამგზავრობის მომსახურება უნდა განხორციელდეს 2015 წლის 14 მაისს (ქუთაისი-ვარშავა) და 2015 წლის 20 მაისს (ვარშავა-ქუთაისი).
ტენდერში გამარჯვებულმა სამგზავრო ავიაბილეთის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის განმავლობაში.
დაფინანსების წყაროს წარმოადგენს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები.
ავიაბილეთების შესაძენად ქალაქის მერიამ ტენდერი დღეს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 26 მარტს სრუდება.

Print