ახალი ამბები
ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელი პირების არ ყოფნამ ინფრასტრუსტრუქტურული საქმიანობების პარალიზება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის განცხადებით, გამგეობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული თანხების ათვისებას ვერ ახერხებს, რის გამოც მიმდინარე წელს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტების განხორცილება გვიანდება.

შექმნილი ვითარების გამო, მუნიციპალიტეტი ვერ აცხადებს ხუთი ახალი ბაღის მშენებლობასა და გზის საფარის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვას. ასევე, შეჩერებულია სოფლის მხარადმჭერი პროგრამების განხორცილების დაწყებაც.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერები ამ დრომდე უნდა გამოცხადებული. თუმცა, იმის გამო, რომ დოკუმენტებზე ხელმძღვანელი პირების ხელმოწერაა საჭირო, შესყიდვების განხორციელება ვერ ხერხება.

"გამგეობაში არსებულმა ვითარებამ, ცხადია, პრობლემები შექმნა, რადგან ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმძღვანელი პირების ხელმოწერაა აუცილებელი", - ამბობს მაჩიტაძე.

ის ამბობს, რომ პრობლემების მოგვარების გამოსავალი სასამართლოს მიერ გამგებლის მოადგილის, გელა მშვილდაძის სამსახურში აღადგენის გადაწყვეტილება იქნება.

ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე 25 აპრილს ანტიკორუფციული საბჭოს წარმოამდგენლებმა დააკავეს. მანადმდე კი გეგეშიძემ თავისი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა. იმის გამო, რომ არ მოხდეს მუნიციპალიტეტის პარალიზება "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" პარალამენტს "თვითმმართველობის შესახებ კოდექსში" დაუყონებლივ ცვლილების შეტანას თხოვს.
Print