გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერია 2000 ლარამდე ღირებულების სავიზიტო ბარათებს ამზადებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სავიზიტო ბარათების დასამზადებლად 1800 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, სავიზიტო ბარათი ნაწილი დამზადებული უნდა იყოს 300 გრ. ტილოს ქაღალდზე, რომელზედაც ამოტვიფრული იქნება ლოგო ორ ფერში, ხოლო ლოგო შესრულებული უნდა იყოს ცხელი ბეჭდვის ტექნოლოგიით. ნაწილ ბარათებზე კი ლოგო და წარწერა შესრულებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის ფერადი ბეჭდვის ტექნოლოგიით.
სავიზიტო ბარათების შესასყიდად ქუთაისის მერიამ ტენდერი 9 მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 18 მარტს იწურება.



Print