გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის ჯომარდობის ბაზა - ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.


ქუთაისში, სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის, ჯომარდობის ბაზის მშენებლობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც პროექტი ევროკავშირმა დააფინანსდა.

სწორედ მისი ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ლესელიძის ქუჩაზე გამშვები ბაზის, აღმაშენებლის გამზირზე კი - მიმღების მოწყობა.

ჯომარდობის ბაზის მშენებლობისთვის 1 892 149 ლარი დაიხარჯა.

პროექტი საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print