ახალი ამბები
77 875 ლარის პრემია ქუთაისის საკრებულოში "განსაკუთრებული სირთულის და სამუშაოს მაღალი ხარისხისთვის"
FaceBook
"პრემიები გაცემულია ზეგანაკვეთური, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შესახებ მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე"

ქუთაისის საკრებულოში გასული წელს პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77 875 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს აპარატიდან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, პრემიები 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიცა.

პრემიები გაცემულია საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებზე,  "ზეგანაკვეთური, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შესახებ მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე - უშუალოდ ხელმძღვანელის არგუმენტირებული დასაბუთების (მოხსენებითი ბარათის) შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხსის, განსაკუთრებული საპასუხიმგებლო ფუნქციური დატვირთვისა და მუშაობის შედეგში შეტანილი თითოეული თანამშრომლის პირადი წვლილის გათვალისწინებით", - ნათქვამია საკრებულოს აპარატიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.

საერთო ჯამში, პრემია გასულ წელს საკრებულოს 48 თანამშრომელზე გაიცა.

"ქუთაისიპოსტმა"2015 წელს  გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია მერიიდანაც გამოითხოვა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტოს მიერ მერიაში მიმდინარე წლის 11 იანვარს შეტანილ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მერიაში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას პასუხების მიღებისთანავე მოგაწვდით.
Print