ახალი ამბები
პასუხი 20 დღის შემდეგ - ქუთაისის მერიამ საჯარო ინფორმაცის გაცემის ვადები დაარღვია
FaceBook
"ქუთაისიპოსტს" მერიიდან საჯარო ინფორმაცია 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიეწოდა.
საინფორმაციო სააგენტომ მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე განცხადება ელექტორონული ფორმით, მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it -სა და This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it -ზე  2015 წლის 16 დეკემბერს გაგზავნა.

სააგენტომ წერილის გაგზავნიდან შუალედური პასუხი მერიიდან მეორე დღეს (17 დეკემბრს) მიიღო, სადაც, აღნიშნული იყო რომ სააგენტოს წერილზე პასუხი ათი დღის ვადაში მიეწოდებოდა.

ქუთაისის მერიისგან ითხოვდა შემდეგ საჯარო ინფორმაციას:  1ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენი ნაძვის ხე შეიძინა და როდის? ასევე, რა თანხის გამოყოფა მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაძვის ხეების შესაძენად? 2. ქუთაისში, ე.წ. რეაბილიტირებულ უბანში განთავსებული ვერცხილისფერი ნაძვის ხე პირველად რომელ წელს დადგეს და რა ღირეულებისაა ის? 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლებით რეგულირდება. რომლის თანახმადაც, საჯარო ინფორმაციის გაცემა 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ქუთაისის ფილიალის კოორდინატორის, ზურაბ ზამბახიძის განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემა აღნიშნული კოდექსის მე-40  მუხლის თანხამდ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

"10 დღიანი ვადის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის დაუყოვნებლივი გაცემის ვალდებულება არ აქვს თვითმმართველობას", - აღნიშნავს ზამბახიძე.

ქუთაისის მერია მართვის ელექტრონულ სისტემაზე 2015 წელს გადავიდა. ქალაქის მერი მაშინ აცხადებდა, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით გაადვილდებოდა მუშაობა.


Print