გამჭვირვალე თვითმმართველობა
საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული სამსახურის უფროსი, სოსო გაბრიჭიძე ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსად გადაიყვანეს. "სპორტს მკაცრი ხელი და დისციპლინა ესაჭიროებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ქალაქის მერმა ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. დამლაგებლის როლი მაქვს, დავალაგებ გადამიყვანენ სხვა სამსახურში", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სოსო გაბრიჭიძე. რაც შეეხება, აღნიშნული სპორტულ დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელს, ზვიად ცერცვაძეს, ის ამავე მიმართულებით ააიპ-ში იმუშავებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურს, ირაკლი სარიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დრომდე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
თეკლე მორგოშია
Print