გამჭვირვალე თვითმმართველობა
რა თანხები მიიღეს იმერეთის გუბერნატორებმა - ყოფილების ხელფასები და პრემიები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
2003 წლიდან ამ დრომდე იმერეთის რეგიონის პირველი პირი 8-ჯერ შეიცვალა. იმერეთის გუბერნატორის პოსტი ყველაზე დიდი ხნით ლაშა მაქაცარიას ეჭირა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე 2 წელი და 10 თვე დაჰყო. ხოლო ყველაზე მცირე დრო იმერეთის პირველი პირის  სავარძელში გია გეწაძემ დაჰყო (9 თვე).
რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორების თანამდებობრივ სარგოებს,  ხელფასის სახით ყველაზე მცირე თანხა  დავით მუმლაძემ მიიღო,  ხოლო ყველაზე მეტი - ლაშა მაქაცარიამ.
პრემიის სახით კი ყველაზე მეტი თანხა მიხეილ ჩოგოვაძეს აქვს მიღებული, ყველაზე ნაკლები - ზაზა მეფარიშვილს.
საერთო ჯამში, იმერეთის გუბერნატორობის პერიოდში ყველაზე მეტი თანხა, ხელფასისა და პრემიის სახით, მიღებული აქვს ლაშა მაქაცარიას, ყველაზე ნაკლები კი დავით მუმლაძეს.

KutaisiPost

იმერთის გუბერნატორის პოსტზე 2003 წლიდან ამ დრომდე რიგით მე-8 ცვლილება ზაზა მეფარიშვილს შეეხო. მეფარიშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრამ ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის ახალ გუბერნატორად თბილისის ვაკის რაიონის ყოფილი რწმუნებული გივი ჭიჭინაძე 23 თებერვალს წარადგინა.
დეა მანაგაძე
Print