გამჭვირვალე თვითმმართველობა
რა თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურებისთვის?
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა სატელეფონო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  წელს  7 034 ლარს ხარჯავს. მერიამ სატელეფონო მომსახურებაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შპს "ახალ ქსელებთან" მიმდინარე წლის იანვარში გააფორმა.

მერიამ საკრებულოსა და მერიისათვის საზოგადოებრივი სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი 2014 წლის ბოლოს,  18 554 ლარზე გამოაცხადა. თუმცა, ვაჭრობის შედეგად,  "ახალმა ქსელებმა" მერიას სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის განსაზღვრულ ანხაზე 11 520 ლარით ნაკლები შესთავაზა. 
ხელშეკრულების მიხედვით, "ახალი ქსელები" ვალდებულია ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული 130 სატელეფონო ნომრის 24 საათიანი მომსახურება მიმდინარე წლის დეკემბრამდე უზრუნველყოს.  
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, წელს პირველად ჩატარდა ტენდერი სატელეფონო მომსახურებისთვის. მისივე ინფორმაციით, წინა წლებში ადგილობრივ თვითმმართველობაში 26 ათასი ლარი იხარჯებოდა აღნიშნული მომსახურებისთვის.
თეკლე მორგოშია
Print