ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში ავტოსაგაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 53 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მოხდა.

შსს ში განმარტავენ, რომ გამოძიება 276 მუხლითს მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
Print