გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის საკრებულოსთვის ავტომანქანის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ საკრებულოსთვის სედანის ტიპის ავტომანქანის შესაძენად 25 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შესაძენი ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 2007 წლის გამოშვების.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის სედანის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა და მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. დაფინანსების წყაროს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს.
სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომანქანას უნდა ქონდეს საგარანტიო ვადა ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებზე: ძრავა,
ხიდი, გადაცემათა კოლოფი.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
საკრებულოსთვის ავტომანქანის შესაძენად ქუთაისის მერიამ ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 მარტს სრულდება.
Print