ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)
20:18 / 05.04.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ხუთ აპრილს ექვსი
ადამიანი დაიღუპა.
სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
შახტის მმართველი კომპანია "საქნახშირის" ინფორმაციით, შახტში სამთო
დარტყმა მოხდა, რამაც გვერდითი ქანების ჩამოშლა გამოიწვია. ჰაერის
ტალღამ 3 მუშას ტრავმული დაზიანება მიაყენა, ექვს კი ადგილზე
გარდაიცვალა.
ინფორმაციას არ ეთანხმება შახტში დასაქმებულთა ნაწილი. მათი თქმით,
უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება
შეიძლებოდა.
"ბაწრებით ვარ დაბმულიო" - რას უყვებოდა ტყიბულის შახში გარდაცვლილი
დედას:
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი
დაიღუპა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
მასალის გამოყენების პირობები