გამჭვირვალე თვითმმართველობა
თაროზე შემოდებული ქუთაისის სტრატეგია და ახალი გეგმა შემუშავების მოლოდინში
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო.
გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, თვითმმართველობამ მობილური საორგანიზაციო ჯგუფისათვის 750 ლარის ღირებულების 50 ცალი კეპის და 300 ლარის საწერი კალმების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტში სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის ჯამში 50 000 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის მთავრობა, დონორების ფინანსური მხარდაჭერის მოძიების შემთვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხის მაქსილამულად დაზოგვას აპირებს.
სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი განმარტავს, რომ მერიას ფინანსურის გარდა უცხოელი სპეციალისტების კონსულტაციები ისეთ საკითხებშიც ჭირდება, როგორიცაა გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება, პროგრამული ბიუჯეტის დახვეწა, კარდების გადამზადება, მუნიციპალური საწარმოების მართვის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მომზადებაა.
მიმდინარე წლის 16 ივნისს ქუთაისის მერიასა USAID-თან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია მერიას დამხარებას გაუწევს.
"მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების შემუშავების გამოცდილება საქართველოში არ გავქვს. ამდენად, გვჭრდება უცხოელი ექსპერტების დახმარება," - ამბობს პაატა კლდიაშვილი, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
მერიის ინტერესებში სტრატეგიული გეგმის პროაქტიულობაა, რისთვისაც საონფორმაციო კამპანიის წარმოება, მობილურ საორგანიზაციო ჯგუფში მოხალისეების ჩართვა და საზოგადოებისგან იდეების მიღება იგეგმება.
"სტრატეგია იქნება პროაქტიული ანუ მუდმივად განახლებადი. გვსურს მოსახლეობისგან მივიღოთ იდეები, რომლებიც შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული იქნება და შემდეგ ასახვას ჰპოვებს სტრატეგიულ გეგმაში," - ამბობს პაატა კლდიაშვილი.
სტარტეგიული განვითარების გეგმაზე მერიაში 12 კაციანი ჯგუფი იმუშავებს. ჯგუფი ადგილობრივი ხელისუფლების, არსამთავრობო სექტორის და უნივერსიტეტების წარმომადგნელებისგან დაკომპლექტდა.
ქუთაისისთვის სტრატეგიული განვითარების გეგმის აუცილებლობაზე ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათი მმართველობისას განვითარების გეგმაზე მუშაობის გარკვეული მცდელობა იყო. ქუთაისის ყოფილი მერი, ბესიკ ბრეგაძე იხსენებს, რომ აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, ვინც ამჟამად ხელისუფლებას წარმოადგენს.
"არაეთხელ იყო მცდელობა არასამთავრობო სექტორთან ერთად განვითარების გეგმაზე მუშაობის, თუმცა, სამწუხაროდ, თაროზე აღმოჩნდა," - აღნიშნა ბესიკ ბრეგაძემ.
საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატი, სამსონ გუგავა მიიჩნევს, რომ ქალაქის განვითარების გეგმაზე მხოლოდ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა არ უნდა იმუშაოს. მას ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვა მნიშვნელოვნად მიაჩნია.
"მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დგებოდეს მსგავსი ტიპის განვითარების გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური პარტიებიდან დანახული ქალაქის ვითომ გეგმა, რაც მომგებიანი არ იქნება," - ამბობს სამსონ გუგავა.
ოპოზიციურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენას ცენტრალური ხელისუფლების მხირდან ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.
"ეს არაა მარტო ქალაქის გადასაწყვეტი. ამაში ქალაქს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერაც დასჭირდება. მარტო ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი ამას თავის თავზე ვერ აიღებს," - აცხადებს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე.
ქუთაისის მერია, ეკონომიკური განვითარების საკუთარი იდეების პრეზენტაციის საშუალებას, ქალაქის საზოგადოებას ე.წ სითი ფორუმზე აძლევს, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და რომლის ორგანიზაებასაც თავად მერია მოახდენს.
როგორც მერიაში აცხადებენ ამ დროისთვის მიმდინარეობს ფუნქციების გადანაწილება სტარტეგიული განვითარების გეგმაზე მომუშავე 12 კაციანი ჯგუფის წევრებს შორის. ასევე, მობილური ჯგუფებისათვის კეპებისა და საწერი კალმების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის დასრულების შემდეგ, ჯგუფები იდეების შესაგროვებლად დაიწყებს მუშაობას.
მერიაში ვარაუდობენ, რომ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გემაზე მუშაობა მიმდინარე წლის შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს.
დეა მანაგაძე
Print