ახალი ამბები
ქუთაისში სკეიტპარკი გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მომავლ წელს ქალაქში სკეიტპარკის მოწყობა იგეგმება. 
"ვპირდებით, ახალგაზრდებს, რომ სკეიტპარკი მომავალ წელს ექნება ქუთაისს," - განაცხადა ჭიღვარიამ.

მისი თქმით, სკეიტპარკი ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების ახალ ადგილს გააჩენს. ქალაქის მერის განმარტებით, გასართობი ადგილი, შესაძლოა, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოეწყოს.

ახალგაზრდები ქალაქში ამ სკეიტპარკის მოწყობას წლებია ითხოვენ. სკეიტერებმა ამის მოთხოვნით საპროტექსტო აქციაც გამართეს. მაშინ ახალგაზრდებს არწმუნებდნენ, რომ მერია გასართობი ადგილის  გასაკეთებლად ტერიტორიას არჩევდა. თუმცა, პარკი ქალაქში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 

ვიდრე სკეიტერებისთვის შესაბამისი ადგილი მოეწყობა, ნახეთ ვიდეო სად და როგორ  ერთობიან ისინი:

Print