ქუთაისში ყაზახეთიდან დამატებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
FaceBook
"მიმღები მხარე იქნება კურორტი საირმე"


2015 წლის 7 ივნისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას დაიწყებს ყაზახეთის ავიაკომპანია "Bek Air", რომელიც შეასრულებს მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის ქალაქებიდან - აქტაუ და ატირაუ. ფრენები განხორციელდება მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით.

აღნიშნული რეისები მთლიანად ორიენტირებული იქნება ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე. საქართველოში მიმღები მხარე იქნება კურორტი საირმე.

commersant.ge
Print