ქუთაისის აეროპორტიდან სტამბოლში ფრენა კვირაში 3 დღეს განხორციელდება
FaceBook
ქუთაისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრებას მომხმარებელი მიმინუმ 70 ევროს გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

ავიაკომპანია "პეგასუსი" ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც "კომერსანტს" კომპანიის წარმომადგენელმა, ელენე კიკნაძემ განუცხადა, 19 მაისიდან ავიაკომპანიის მომხმარებელს ქუთაისიდან როგორც სტამბოლში, ისე აღნიშნული ქალაქის გავლით 30 ქალაქის მიმართულებით ფრენა შეეძლება.

მისი ინფორმაციით, ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ბილეთის საწყისი ფასი 48 ევროა, რაც შეეხება ევროპის სხვადასხვა ქალაქს, იქ გამგზავრებას მომხმარებელი მიმინუმ 70 ევროს გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი მიმართულებით ფრენა კვირაში სამ დღეს - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორცელდება. მათივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და დაბალი ფასის გამო, ქუთაისიდან გაფრენაზე მოთხოვნა, ძალიან დიდია.

commersant.ge
Print