ქუთაისის მერია ბიზნესობიექტების აღწერას ორ კვირაში დაასრულებს
FaceBook
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ დაწყებული ბიზნესობიექტების აღწერის შედეგები მაისის ბოლოს იქნება ცნობილი.

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში არსებული ბიზნესობიექტების ნახევარი უკვე აღწერილია, ძირითადად ქალაქის გარე უბნებში არსებული  აწარმოების შესწავლა მოხდა.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქის ცენტრში არსებულ ბიზნესსაწარომებს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში აღწერენ.
"იმის გამო, რომ ქალაქის ცენტრი უფრო დატვირთულია სხვადასხვა ბიზნესობიექტებით, დროის დაზოგვის მიზნით გადავწყვიტეთ მათთან მას შემდეგ მივიდეთ, რაც დასრულდება გარეუბნებში ბიზნესსაწარმოების აღწერა", - განმარტავს "ქუთაისიპოსტან" საუბარში პაატა კლდიაშვილი.
ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ აღწერაზე ბიზნესსაწარმოების წარმომადგენლები უპრობლემოდ თანამშრომლობენ.
"ამ აღწერებით გვეცოდინება ქალაქში რა სახის და მიმართულებით არის ბიზნესი განვითარებული.  თუკი ამ კვლევით გამოვლინდება ბიზნესის კლების ტენდენცია, თუნდაც იმის გამო რომ მოქალაქეთა მყიდველისუნარიანობა   დაბალია, ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა იქნება ქალაქში ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა", - ირწმუნება კლდიაშვილი.
ქალაქში ბიზნესობიექტების შესწვლაზე მერიაში დაახლოებით 80-მდე ადამიანი მუშაობს. ანკეტირების პროცესი ორ კვირაში დასრულდება, ხოლო მაისის ბოლოს აღწერის შედეგები იქნება ცნობილი. შესაბამისი სამსახურის ინიციატივით ბიზნესობიექტების პრობლემების  კითხვარებით  აღერას  ქალაქში არსებული ობიექტების ზოგიერთი წარმომადგენელი იწუნებს.

თეკლე მორგოშია  


Print