ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეებისთვის გრანტის სახით 5000-დან 15 000-მდე ლარს გასცემს
FaceBook
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონებში მცირე მეწარმეებისთვის ხელშეწყობის პროგრამის განხორცილებას იწყებს.

მცირე და მიკრო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა - ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს რეგიონებში თანადაფინანსებით მთავრობის მიერ მეწარმეთა ხელშეწყობა. 
აღნიშნული პროექტი იმერეთის რეგიონში მომუშავე მეწარმეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორივილმა დღეს  ქუთაისში გააცნო.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორცილება და თქვენი მონაწილოება ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ვფიქრობთ, ამით მოხდება ჩვენი მხრიდან წასახლისებაც და ხელშეწყობაც", - განმარტა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ.
პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს და 26 თვის განმავლობაში გაგრძედება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა იმ მეწარმეს, რომელსაც საგადასახდო დავალიანება არ აქვს სახელმწიფოს მიმართ. პროექტში მონაწილე მეწარმეებმა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა წარადგინონ ბიზნეს იდეები.
იდეების წარდგენის შემდეგ შესაბამისი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ტრენინგ-სემინარები ჩატარდება. სწორედ ამის შემდეგ მოხდება გამარჯვებული ბიზნეს იდეის გამოვლენა.
პროექტის მიხედვით, მეწარმისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულია მინიმალური 5000 ლარი და მაქსიმალური 15 000 ლარი.
ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს წელს პირველად ახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, შემოდგომაზე პროექტი კვლავ განახლდება.

თეკლე მორგოშია

Print