ქუთაისის მერიამ სამი ავტომანქანის ნაწილების შესაძენად 4 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული სამი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების შესაძენად 4 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

ამ თანხაში, ასევე, ავტომობილების ტექნიკური მომსახურებაცაა გათვალისწინებული.

თუმცა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე ავტომობილის სათადარიგო ნაწილები და მათი ტექნიკური მომსახურება 86 459 ლარადაა შეფასებული.

ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა.

სადენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სერვისით უზრუნველყოფა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.

ტექნიკური მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ტენდერი მერიამ მის ბალანსზე არსებული GRAND CHEROKEE (სახ.ნომ SAK-005), MERCEDES-BENZ (სახ.ნომ. CSC-303) და VOLKSWAGEN (სახ.ნომ BP-933-PB) მარკის ავტომობილებისთვის გამოაცხადა.





Print