ქუთაის-გაენათის ეპარქიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება სამჯერ გაეზარდა
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიას ქალაქის თვითმმართველობა 2015 წელს 35 ათასით დააფინანსებს. ეს თანხა სამჯერ მეტია შარშან ეპარქიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებასთან შედარებით.
2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქია მხოლოდ 12 ათასით ფინანსდებოდა.
2015 წლის ბიუჯეტი განმარტებულია, რომ გამოყოფილ 35 ათას ლარს ეპარქია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსურ მხარდაჭერას მოახმარს. ასევე, თანხა დაიხარჯება ბაგრატის საკათედრო ტაძრის გარე განათებით უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური საჭიროებისთვის იყო განსაზღვრული გასული წლის დაფინანსებაც, თუმცა მაშინ აღნიშნული აქტივობები ეპარქიამ სამჯერ ნაკლები თანხით განახორციელა.
ეკა კუხალაშვილი
Print