ქუთაისი-სტამბოლი 29.99 ევროდან - ფრენებს Pegasus განახორციელებს
FaceBook
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს.

მგზავრებს ქუთაისი-სტამბოლის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.
ავიაკომპანია პეგასუსი მომხმარებლებს სტამბოლის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.

Print