ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური - გვინდა გავიგოთ, სად უჭირს ბიზნესს
FaceBook
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქში არსებული ბიზნესის კვლევა არ ითვალისწინებს მათ მონიტორინგს. "მინდა სწორად გაიგოს საწარმოების წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ არ მივდივართ მათთან ხარვეზების აღმოსაჩენად. ჩვენ არ ვაწარმოებთ მონიტორინგს. უბრალოდ, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მათ და გავიგოთ სად რა უჭირთ. ბიზნესის დახმარება შეუძლებელია მისი შესწავლის გარეშე. სწორედ ამას ემსახურება ეს კვლევა", - განმარტა შეხვედრაზე პაატა კლდიაშვილმა. მისივე თქმით, კველვაში ჩართვა ბიზნესწარმომადგენლების მხრიდან ნებაყოფლობითია.
კვლევაში ჩართული მერიის თანამშრომლებს აღნიშნულ კვლევაზე ტრენინგები ჩაუტარდათ
მისივე თქმით, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ჩართული იქნებიან ბიზნესის შესწავალაში ე.წ. ბიჯი ექნებათ.
ბიზნეს სწარმოების შესწავლას ქუთაისის მერია ხვალიდან იწყებს.
თეკლე მორგოშია

Print