სათამაშო ბიზნესი რეგულაციების გარეშე (ვიდეო)
FaceBook
ასაკობრივი ცენზი და საგადასახადო რეგულაციები - ასეთია მოთხოვნები სათამაშო ბიზნესის მიმართ, რომელთა რიცხვი ქუთაისში ყოველწლიურად მზარდია.


თავის მხრივ, აზარტულ-გასართობი დაწესებულებები  ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.



ქუთაისში არსებული ტოტალიზატორებისა და სლოტ კაზინოების მეპატრონეები, ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდურ თანხას იხდიან.


მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ მსგავსი დაწესებულებები მარტივად ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.



დაურეგულირებელი კანონმდებლობის გამო, სათამაშო ბიზნესში არსებულ მთავა საფრთხეებზე მიუთითებდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გასულ წელს ჩატარებულ კვლევაში. მათ შორის, საუბარი იყო თამაშში არასრულწლოვანთა ჩართულობის, ფულის გათეთრებისა და საეჭვო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების რისკებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალში ამბობენ, რომ პრობლემები ამ დრომდე არ მოგვარებულა. როგორ ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, მსგავსი დაწესებულებებისთვის რეგულაციების დაწესებისას სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ისეთი მექანიზმები შეიმუშავოს, რომელიც სათამაშო ბიზნესს არ დააზარალებს.

Print