წყალტუბოს სანატორიუმ "მეშახტეში" 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მოეწყობა
FaceBook
ინვესტორს ვალდებულება ეკისრება 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვავიანი სასტუმრო მოაწყოს.



წყალტუბოში სანატორიუმი "მეშახტე" გასხვისდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#1589, 20.07.2015), რომლსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ინვესტორს ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულების გაფომებიდან 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოს არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვავიანი სასტუმროს მოწყობა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, სანატორიუმის ახალი მფლობელი შპს "ქეი ბი ფი თბილისია", რომელმაც ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით 2 500 000 დოლარად შეიძინა.

ინვერსტორი სანატორიუმ "მეშახტეში" სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2016 წლის იანვრიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი სანატორიუმის ტერიტორია შემოღობილია და მას დაცვის პოლიცია იცავს.

წყალტუბოში არსეული სანატორიუმებიდან შესაძლოა, მესაკუთრე კიდევ ორ მათგანს გამოუჩნდეს. გამგეობაში აცხადებენ, რომ სანატორიუმები "ივერიასა" და "ცისკარის" შეძენით ებრაელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.
Print