წყალტუბოში სანატორიუმ "მეშახტეს" მფლობელი მალტაზე დარეგისტირებული კომპანია გახდა
FaceBook
წყალტუბოში სანატორიუმი "მეშახტე" გასხვისდა.

წყალტუბოს გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციით, სანატორიუმი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა და ის ყაზახმა ინვესტორმა შეიძინა.

"გამგეობა სანატორიუმის გასხვისებაში არ ჩარეულა, ის სამინისტრომ გაასხვისა და ჩვენი ინფორმციით ყაზახური ინვესტიციით მოხდება მისი რეაბილიტაცია," - განაცხადა წყალტუბოს გამგებელმა, კონსტანტინე მამისეიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, სანატორიუმის ახალი მფლობელი შპს "ქეი ბი ფი თბილისია", რომელმაც ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით 2 500 000 დოლარად შეიძინა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#1589, 20.07.2015), რომლსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ინვესტორს ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულების გაფომებიდან 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოს არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვავიანი სასტუმროს მოწყობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ქეი ბი ფი თბილისი" 2015 წლის 30 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის ხემძღვანელად რეესტრის მიხედვით ზვიად ზვიადაძე ფიქსირდება, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელი მალტაზე დარეგისტრირებული კომპანია "ქიმბერლეი ბეტა ფროფერთი ლიმითედია". კომპანიამ  რეგისტრაცია გასული წლის 28 ოქტომბერს გაიარა.

ინვერსტორი სანატორიუმ "მეშახტეში" სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2016 წლის იანვრიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი სანატორიუმის ტერიტორია შემოღობილია და მას დაცვის პოლიცია იცავს. 

წყალტუბოში არსეული სანატორიუმებიდან შესაძლოა, მესაკუთრე კიდევ ორ მათგანს გამოუჩნდეს. გამგეობაში აცხადებენ, რომ სანატორიუმები "ივერიასა" და "ცისკარის" შეძენით ებრაელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.
Print