2016 წლის ბიუჯეტში 3,5 მლნ ლარის ღირებულების ქონების პრივატიზება იგეგმება
FaceBook
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლები იზრდება.
ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ქონების პრივატიზების გეგმა 3 მლნ ნახევრით განისაზღვრა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლები იზრდება.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში ქონების პრივატიზების გეგმა 3 მილიონს ლარს შეადგენს.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმნეტის მოცულობა 50 597 500 ლარით განისაზაღვრა. მომავალი წლისთვისაც მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და
სოციალური საკითხები რჩება. მერიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის პროექტში რამდენიმე ახალი პროგრამები გაჩნდა.

ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარუდგენს.

Print