საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.8%-ით შემცირდა
FaceBook
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2.9% დან - 7.4% მდე მერყეობს.

მთლიანი შიდა პროდუქტის უარყოფითი მაჩვენებელი 2020 წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

2020 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის ფასების ცვლილების საზომია.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციის და მომსახურების საერთო ღირებულებაა.



Print