2022 წელს მთავრობა 4.348 მლრდ ლარის ვალს აიღებს
FaceBook
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარმოადგინა.
პროექტის მიხედვითაც, მომავალ წელს ხელისუფლება 4.348 მლრდ ლარის ვალის აღებას გეგმავს.

ვალის მოცულობა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველ ვარიანტთან შედარებით 55 მლნ ლარით ნაკლებია. ბიუჯეტის საწყისი პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას 4.403 მლრდ ლარის სესხი უნდა აეღო.

გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა შიდა ვალის სახით 1.3 მლრდ ლარს აიღებს. ბიუჯეტის საწყის პროექტში სწორედ ეს მოცულობის თანხა იყო გათვალისწინებული.

საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი  1.2 მლრდ ლარს შეადგენს.

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, 9 თვეში საქართველოს მთავრობამ უკვე 3.652 მლრდ ლარის სესხი აიღო. 2021 წლის 9 თვეში ვალდებულებების ზრდის წილობრივი მაჩვენებელი ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობების 28.3%-ს შეადგენს, მაშინ როცა პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.4%-ს შეადგენდა.


Print