პანდემიის დროს, ქართული ღვინის საექსპორტო შემოსავლები გაიზარდა
FaceBook
2021 წლის ცხრა თვის მონაცემით, ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია.

თუკი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 149.737 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს მათი რაოდენობა 163.558 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკაც შენარჩუნებულია:

პოლონეთი - 20% (4984017),

ჩინეთი - 13% (4553919),

აშშ - 10% (881470)

გერმანია - 6% (654608)

ლატვია - 4% (1440567)

ლიეტუვა - 45% (837096)

იაპონია - 18% (159262)

დიდი ბრიტანეთი - 72% (631504)

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296992), შვედეთი - 65% (99832), ჩეხეთი - 275% (139560), ყაზახეთი - 30% (3264706), ისრაელი - 41% (368899), აზერბაიჯანი - 8% (181727), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 21% (10558377), რუსეთი - 5% (49064224), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 17% (3348501) და ა.შ.


Print