საქართველოში ფასების ზრდის ტემპი ისევ მაღალია
FaceBook
2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8%  შეადგინა.

ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ინფლაციის მაღალი დონე, შესაბამისად, ფასების ზრდაზე მიუთითებს. საქართველოში ფასების ზრდის ტემპი ისევ მაღალია.

უწყების ინფორმაციით, ფასების ზრდა განსაკუთრებით ტრანსპორტს და სურსათს შეეხო.

პროცენტულმა ცვლილებამ,  წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე შეადგინა 16.2% - ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე -7.1%.

ფასების ზრდა შეეხო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს - 1.1%.

საცხოვრებელს, წყალს, ელ.ენერგიას, აირს - 11.6%.

ფასები, ასევე გაიზარდა შემდეგ სასაქონლე ჯგუფებზე:

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 12.6%

ჯანმრთელობის დაცვა -10.9%.

ტრანსპორტი - 22.5%.

დასვენება, გართობა და კულტურა - 3.4%

განათლება - 1.%.

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 11.7%.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.3%.





Print