საქართველოდან ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გადის
FaceBook
საქართველოდან ღვინის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე რუსეთია.
ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათივე ცნობით, 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ. ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია. 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:
პოლონეთი - 29% (3638057),
ჩინეთი - 9% (3373517),
ლატვია - 4% (1119219),
ლიეტუვა - 56% (675510),
აშშ - 26% (700696),
გერმანია - 23% (553852)
დიდი ბრიტანეთი - 73% (435 264).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

კანადა - 132% (235888),
შვედეთი - 65% (69280),
ჩეხეთი - 646% (112236),
საფრანგეთი - 31% (50416),
ყაზახეთი - 37% (2552200),
ისრაელი - 52% (304827),
აზერბაიჯანი - 21% (158411),
თურქეთი - 156% (77226),
უკრაინა - 16% (7366327),
რუსეთი - 17% (39474016),
მონღოლეთი - 316% (306690), ბელარუსი - 13% (2062327) და ა.შ.


საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
Print