მთავრობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მეოთხე ფაზაზე მუშაობას იწყებს
FaceBook
მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ საქართველო პრემიერმინისტრმა გიორგო გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად მოხდეს გამოსავლის პოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.


"ეს არის რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის კუთხით, იმ მოქალაქეების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა და ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი.

ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები, როგორც სექტორული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს, როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგებიც ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა მოქალაქეების და ბიზნესისთვის",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.


კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსისთ გამოწვეული კრიზის დასაძლევად პირველად გეგმა საქართველოოს მთავრობამ მიმდინარე წლის 24 აპრილს წარადგინა. ის მოიცავდა როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.



Print