იმერეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში  არსებული სოციალური პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა.

ამის შესამსუბუქებლად მთავრობა "ცდილობს დაეხმაროს"  გაჭირვებულ ოჯახებს. მაგრამ ეს, ცხადია, არ არის საკამარისი. 

ამას მოწმობს სტატისტიკაც, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ვერ მცირდება სოციალურად დამძიმებული ოჯხების  რაოდენობა. 

სტატისტიკაც და  მოქალაქეებიც ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებები ჯერჯერობით გაჭირვებული ოჯახების პრობლემებს ვერ აგვარებს. 

ირმას ოჯახი წლებია სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ შემწეობას იღებს. საჩხერის ერთ-ერთ სოფელში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. 5 წელზე მეტია, რაც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, თუმცა პანდემიამ მათი ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა. პროდუქტების შეძენაც უჭირს და შვილებისთვის საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების ყიდვაც. 

"თვეები ისე გადის, რომ შვილებს ხორცს ვერ ვაჭმევ. ძირითადად კარტოფილსა და მაკარონზე ვართ. ბავშვი მინდა თბილისში კონუსლტაციაზე წავიყვანო, გულის ოპერცია აქვს გაკეთებული, მაგრამ ჯერ ვერ შევძელი. ვერ გამოვნახეთ ამის ფული".

მის მსგავსად სოციალური-ეკონომიკური პრობლმების წინაშე ათასობით ადამიანი დგას.

მაგალითად, 2019  წლის მონაცემებთან შედარებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა  გაზრდილია იმერეთში.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ ქუთაისში მიმდინარე წელს შემწეობას 7 390 ადამიანი იღებს, მაშინ როცა მათი რაოდენობა გასულ წელს 5  955-ს შეადგენდა.

იმერეთის რეგიონში კი მიმდინარე წელს დახმარების მიმღებთა რაოდენობამ წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 9 ათას 434 -ით მოიმატა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს აქ საარსებო შემწეობას  55  954 ადამიანი,  მიმდინარე წელს კი 65 388 იღებს. 











სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ გაზრილი მაჩვენებელი კორონავირუსის გამო მთავრობის სპეცილურ განკარგულებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 7 თვეა, მოქალაქეებისათვის უკვე დანიშნული დახმარების გადახედვა/შეჩერება არ ხდება. 


"პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე დანიშნული სოციალური დახმარებების შეჩერება გადამოწმების საფუძველზე აღარ ხდება. მოწმდება მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც ახლა სურთ მიიღონ დახმარება. შესაბამისად, ამან გამოიწვია სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა",  - ამბობს ნინო ჭიღლაძე. 


ავტორი: ანა ჯიქია 

Print